29 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
ქართველებმა იციან, რომ საქართველოს ამერიკაზე ძლიერი და ერთგული პარტნიორი არ ჰყავს - კელი დეგნანი

ვფიქრობ, თუ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ პარტიები შეხვდნენ ერთმანეთს და იპოვონ გამოსავალი, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები ყველა შესაძლო გზით დაეხმარება - ამ განცხადებას  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ავრცელებს.

"ქართველებმა იციან, რომ საქართველოს ამერიკაზე ძლიერი და ერთგული პარტნიორი არ ჰყავს. ბოლო 30 წლის განმავლობაში ვიმედოვნებ, ჩვენი ძალისხმევა, დავხმარებოდით საქართველოს უფრო ძლიერი ეკონომიკის, განათლების, უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სისტემის ასაშენებლად, არის ნათელი მაგალითი თუ როგორი მნიშვნელოვანია ჩვენთვის საქართველოს წარმატება როგორც სტაბილური და ძლიერი დემოკრატიისთვის.

დიალოგი, რომელიც პარტიებს შორისაა, ვფიქრობ, არის დემონსტრირება იმისა, რომ არსებობს ქართველ პოლიტიკოსებს შორის ინტერესი, რომ თავიანთი დიდი განსხვავებები ერთად გადაჭრან. დემოკრატია ნიშნავს განიხილონ თავიანთი განსხვავებები, რაც ძალიან პოზიტიური ნიშანია.

არაფერი ვიცი ვადამდელ არჩევნებზე, ეს პარტიებმა უნდა განიხილონ. ისინი უნდა შეთანხმდნენ თუ რა არის მათთვის კომფორტული. ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვიქნებით დავეხმაროთ მათ რითიც შეგვიძლია.

ჩვენ გვსურს დავინახოთ პარტიები, რომლებიც წარმატებას მიაღწევენ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, რაც პარლამენტსაც გულისხმობს. ამაზეა დამოკიდებული საქართველოს დემოკრატიული მომავალი,"-აცხადებს კელი დეგნანი.

დღის ამბები