29 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
შოკი იყო ჩვენთვის, რომ დღეს გარეთ ვართ - ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები  

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალათ. წინასწარი პატიმრობის ნაცვლად მოსამართლემ აკაკი ხუსკივაძეს და აკაკი კობალაძეს 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

თანხის გადახდისთვის ბრალდებულებს 40-დღიანი ვადა აქვთ. მათ ეკრძალებათ ქვეყნის დატოვება. გადაწყვეტილება მოსამართლემ გვიან ღამით მიიღო და ის დაცვის მხარისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. 

"გაკვირვებული ვარ, რომ დღეს ესე გადაწყდა და გამოგვიშვეს. შესაძლებელია ამ ქვეყანაშიც სამართლის მიღწევა. რაზეც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მოსამართლეს, რომელიც დარწმუნებული ვარ, საკმაოდ დიდ წნეხში იქნებოდა,“ - ამბობს ერთ-ერთი ბრალდებული აკაკი კობალაძე.

მოსამართლის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას არ ელოდა კიდევ ერთი ბრალდებული, აკაკი ხუსკივაძე. 

"საერთოდ არ ველოდი, არ დავმალავ, შოკი იყო ჩვენთვის, რომ დღეს გარეთ ვართ. ვფიქრობთ, რომ მოსამართლემ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო,“ - განაცხადა აკაკი ხუსკივაძემ. 

 

დღის ამბები