29 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
კლინიკა "ბომონდში" კორონავირუსისგან 50 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა

"კლინიკა ბომონდის" კოვიდცენტრის პედიატრიულ განყოფილებაში კორონავირუსისგან ყველაზე პატარა, 50 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა.

ჩვილი მკურნალობის და მონიტორინგის ქვეშ ათი დღე იმყოფებოდა.

"კლინიკა ბომონდის" პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელის ედიშერ ასათიანის თქმით, ჩვილი თავიდან ინტერვენციული მედიცინის ცენტრში რესპირატორული ჩივილებით - სისუსტითა და ტემპერატურით მიიყვანეს, სადაც კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, სამკურნალოდ "კლინიკა ბომონდის" კოვიდცენტრში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობის კურსს 13 ბავშვი გადის. 13 სექტემბრიდან დღემდე კი, განყოფილება დასავლეთ საქართველოს მასშტაბით 129 ბავშვს მოემსახურა.

რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, კლინიკაში ამ დროისთვის 125 კოვიდდადებითი პაციენტია მოთავსებული.

დღის ამბები