26 მარტი 2025,   05:46
ვრცლად
"ცახალმა" "ჰამასის" კიდევ ერთი ლიდერის ლიკვიდაცია დაადასტურა

"ცახალმა" ტერორისტული ორგანიზაციის "ჰამასის"" კიდევ ერთი ლიდერის, ისმაილ ბარჰუმას ლიკვიდაცია დაადასტურა.

დაჯგუფების ლიდერი ღაზაში მდებარე ნასერის ჰოსპიტალში იმყოფებოდა. გამოცემა "ფრანც 24" წერს, რომ კონფლიქტის ზონაში მდებარე ყველაზე დიდი საავადმყოფო განადგურებულია.

ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერთან ერთად, საჰაერო იერიშს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ცახალის" განმარტებით, ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნეს "ჰამასის" "საკვანძო ფიგურა" წარმოადგენდა.

ამ ოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე, ისრაელის ძალებმა "ჰამასის" პოლიტიკური ფრთის ლიდერი სალაჰ ალ ბარდავილა გაანეიტრალეს. გასული 24 საათის განმავლობაში, ისრაელის დარტყმებს რაფაჰსა და ჰან იუნისში 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები