26 მარტი 2025,   04:50
ვრცლად
"ალბათ, ახალი დავალებების პაკეტია მოსული და მიიღებენ გარკვეულ დავალებებს, რომელიც პირდაპირ კავშირში იქნება დესტრუქციასთან" - ირაკლი კირცხალია სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის შეხვედრაზე

"უკვე მერამდენედ უყურებს - მერამდენე სეზონის, მერამდენე სერიალს ქართველი საზოგადოება, ამ უნიჭო აგენტების მხრიდან დადგმულს", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

კირცხალიას თქმით, ოპოზიცია გარედან იმართება და ალბათ, ახლა დავალებების ახალი პაკეტი აქვთ მიღებული.

"გრძელდება შეხვედრები ფანჩატური სამში. უკვე მერამდენედ უყურებს - მერამდენე სეზონის, მერამდენე სერიალს ქართველი საზოგადოება, ამ უნიჭო აგენტების მხრიდან დადგმულს.

რა კომენტარი უნდა გაკეთდეს და რა მოლოდინები უნდა გქონდეს იმ ჯგუფისგან, რომელიც იმართება გარედან - პატრონებისგან, ლობისტებისგან.

ალბათ, ახალი დავალებების პაკეტია მოსული და ამ შეხვედრებში მიიღებენ გარკვეულ დავალებებს, რომელიც პირდაპირ კავშირში იქნება დესტრუქციასთან", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

დღის ამბები