
"მათ აქვთ შიში თვითმმართველობის არჩევნებზე გამოსვლის და მონაწილეობისა იმიტომ, რომ შედეგი დამანგრეველი იქნება მათთვის" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია არა მხოლოდ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებს, არამედ მომდევნო არჩევნებსაც წააგებს.
"ჩვენმა რადიკალებმა არა მხოლოდ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები წააგეს, საპარლამენტო არჩევნები დროს, არამედ კიდევ შემდგომი რამდენიმე არჩევნები წააგეს იმიტომ, რომ ისეთი სახე აჩვენეს არა მხოლოდ ჩვენს ამომრჩეველს, არამედ ზოგადად საკუთარ ამომრჩეველსაც, რომ არ მგონია, რაიმე ოპტიმალური რაოდენობა მომხრეების შეაგროვონ. თავისთავად, მათ აქვთ შიში თვითმმართველობის არჩევნებზე გამოსვლის და მონაწილეობისა იმიტომ, რომ შედეგი დამანგრეველი იქნება მათთვის", - განაცხადა ნინო წილოსანმა.