26 მარტი 2025,   04:27
ვრცლად
აჭარის ლაბორატორიულ-კვლევით ცენტრში თევზის დაავადებების დიაგნოსტიკისთვის საჭირო ყველა კვლევა შესაძლებელი გახდება

თევზის დაავადებების დიაგნოსტიკისთვის საჭირო ყველა კვლევა აჭარის ლაბორატორიულ-კვლევით ცენტრში შესაძლებელი გახდება. პროექტის მიზანი ქვეყანაში აკვა-კულტურის განვითარებაა.

თემის განსახილველად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ბათუმში, ლაბორატორიულ-კვლევით ცენტრში იმყოფებოდა.

შეხვედრაზე საუბარი თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს შეეხო.

დღის ამბები