14 მარტი 2025,   16:49
ვრცლად
"ნარკოტიკების გამსაღებლების, შემომტანების მიმართ ზომები უნდა გამკაცრდეს" - გია ვოლსკი

მმართველ გუნდში ანტინარკოტიკული რეფორმის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ ზომები იქნება უფრო მკაცრი, ვიდრე მომხმარებლებისთვის, თუმცა მათ უნდა იცოდნენ, რომ არ უნდა გახდნენ მაგალითი სხვა პირებისთვის.

"უნდა გამკაცრდეს ნარკოტიკების გამსაღებლების, შემომტანების მიმართ ზომები. ადამიანებმა, რომლებიც ამას იყენებენ, არ უნდა მისცენ მაგალითები სხვას, რომ ამის დაუსჯელად კეთება შეიძლება. სასჯელი არ არის ისეთივე მკაცრი, როგორც ნარკოტიკების მოვაჭრეთა მიმართ, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ნარკოტიკის მოხმარება მათ გზას ჩაუკეტავს საჯარო სამსახურისკენ, შეუზღუდავს მართვის უფლებას", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პარლამენტში დღეიდან მასშტაბურ ანტინარკოტიკულ რეფორმაზე იწყებენ მუშაობას.

კანონპროექტი, პირველი მოსმენით, თავდაპირველად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე გადის.

დღის ამბები