სამხრეთ კორეაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის Jeju Air-ის ორივე ძრავში გამომძიებლებმა ფრინველების ბუმბული და სისხლი აღმოაჩინეს. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
თვითმფრინავი Boeing BA.N 737-800, ბანგკოკიდან მუანის პროვინციაში მიფრინავდა. აეროპორტში დაშვების დროს, შასი არ გაიხსნა და პილოტებმა თვითმფრინავი მუცელზე დასვეს, რის შემდეგაც ის საფრენ ბილიკს გასცდა, კედელს შეეჯახა და აფეთქდა.
ავიაკატასტროფის შედეგად 179 ადამიანი დაიღუპა და მხოლოდ 2 გადარჩა, ისინი ეკიპაჟის წევრები არიან.
სამხრეთ კორეის ხელისუფლების ცნობით, საბედისწერო ავარიამდე ოთხი წუთით ადრე, ერთ-ერთმა პილოტმა ჩიტების გუნდთან შეჯახების შესახებ განაცხადა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
აღნიშნული ავიაკატასტროფა სამხრეთ კორეის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურად არის აღიარებული. შემთხვევა გასულ თვეში მოხდა.