ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში ახალი საბავშვო ბაღები შენდება. სოფლებში მოპირკეთდება ეზოებიც, სადაც მოეწყობა გასართობი მოედნები და ატრაქციონები.
საბავშვო ბაღების მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. სოფელ ბაღდადისა და გვიმრიანის საბავშვო ბაღების მშენებლობის დასკვნით სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი გაეცნო.
ორივე სოფლის სააღმზრდელო დაწესებულება 50-50 აღსაზრდელზეა გათვლილი.