ქალაქ რუსთავში ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.
ჭყონდიდელის სახელობის უბანში, ჯავახიშვილის, გიორგაძისა და გრანელის ქუჩებზე, ასფალტ-ბეტონის საფარი 11 საცხოვრებელი კორპუსის შიდა ეზოში დაიგება, მოეწყობა ახალი სანიაღვრე ქსელიც. გათვალისწინებულია ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობაც.
რუსთავის მერმა მოსახლეობას პროექტი ადგილზე გააცნო.