06 იანვარი 2025,   14:46
ვრცლად
"ბედნიერები ვართ, რომ ურთულეს ეპოქაში გვყავს ეკლესიის მშვიდი და ბრძენი მმართველი, რომლის ლოცვა და კურთხევა თან გვიძღვის ქვეყნის გაძლიერების და გამთლიანების გზაზე" - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. 

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ვულოცავ დაბადების დღეს! ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ურთულეს ეპოქაში გვყავს ეკლესიის მშვიდი და ბრძენი მმართველი, რომლის ლოცვა და კურთხევა თან გვიძღვის ჩვენი ქვეყნის გაძლიერების და გამთლიანების გზაზე.

ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს დღეგრძელობას ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ!" - წერს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები