06 იანვარი 2025,   15:09
ვრცლად
რესპუბლიკელი მაიკლ ჯონსონი ისევ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერად აირჩიეს

რესპუბლიკელი მაიკლ ჯონსონი ისევ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად აირჩიეს. წარმომადგენელთა პალატა ახალი შემადგენლობით პირველად გუშინ შეიკრიბა. პალატის საქმიანობა სპიკერის არჩევით იწყება.

რესპუბლიკური უმრავლესობის პირობებში, ქვედა პალატაში რესპუბლიკელებს 219 მანდატი აქვთ, დემოკრატებს კი – 215. ეს არის პალატის ყველაზე მცირე უმრავლესობა თითქმის 100 წლის განმავლობაში.

119-ე სესიის დაწყებამდე წინასწარ ცნობილი იყო, რომ ჯო უილსონის ზოგიერთი თანაპარტიელი ჯონსონის მუშაობით უკმაყოფილო იყვნენ. მაიკ ჯონსონს წარმატებას უსურვებს ამერიკის არჩეული პრეზიდენტი.

"წარმატებები სპიკერ მაიკ ჯონსონს, დიდი შესაძლებლობების მქონე კარგ ადამიანს, რომელიც ძალიან ახლოს არის იმასთან, რომ ჰქონდეს 100%-იანი მხარდაჭერა. მაიკის გამარჯვება დღეს იქნება დიდი გამარჯვება რესპუბლიკური პარტიისთვის", - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები