26 დეკემბერი 2024,   00:10
ვრცლად
ერთადერთი დღის წესრიგი აქვთ, რამენაირად საპროტესტო მუხტი გადაიტანონ სამოქალაქო დაპირისპირებაში, რაც პირდაპირ მაკკეინის ინსტიტუტის გაიდლაინით არის დადგენილი - ლევან მაჭავარიანი

ორბელიანების სასახლეში დღეს ოპოზიციის და პრეზიდენტის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. კონსულტაციების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებას დღის ბოლოს გამოაცხადებს.

შეფასება კეთდება მმართველ გუნდში - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიცია აგრძელებს შოუების დადგმას. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ მათი დღის წესრიგია, როგორმე საპროტესტო მუხტი სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიტანონ.

"აგრძელებენ რაღაც შოუების დადგმას, სახლობანას, რაღაც პარალელური პარლამენტიო მანამდე საუბრობდნენ, ახლა რაღაცა საბჭოო, ჩვენ ჩავნიშნოთ არჩევნებიო, აბსურდში არიან და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. ერთადერთი დღის წესრიგი აქვთ, რომ რამენაირად საპროტესტო მუხტი გადაიტანონ სამოქალაქო დაპირისპირებაში, რაც პირდაპირ მაკკეინის ინსტიტუტის გაიდლაინით არის დადგენილი", - პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები