26 დეკემბერი 2024,   00:31
ვრცლად
"ესტონეთში ომი არ იქნება" - ესტონეთის პრეზიდენტი ალან კარისი

"ესტონეთში ომი არ იქნება", - აცხადებს ქვეყნის პრეზიდენტი ალარ კარისი. ეს კითხვა მას ჟურნალისტებმა მას შემდეგ დაუსვეს, რაც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ პუტინმა 2030 წლისთვის, შესაძლოა, რუსული არმია ისე გააძლიეროს, რომ ნატო-ზე დარტყმის შესაძლებლობა ჰქონდეს.

უფრო კონკრეტულად, კითხვა ეხებოდა შესაძლო ომის შიშს ახალგაზრდებში და ქვეყნის დატოვებას. კარისმა თქვა, რომ არსად წასვლა არ იქნება საჭირო, რადგან ომი არ იქნება.

"ვფიქრობ, რომ პასუხი ასეთი უნდა იყოს: არსად წასვლა არ იქნება საჭირო, რადგან ომი არ იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თავდაცვის ნება საკმაოდ მაღალია, მაგრამ არ გვსურს ამის პრაქტიკაში გამოცდა. ესტონეთს არ სურს ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის გამოცდა ან იმის შემოწმება. ჩვენ ეს არ გვინდა, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აქ არავინ მოვიდეს და ამაზე ფიქრიც კი არ გაჩნდეს", - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

დღის ამბები