უკრაინაში განგაშია - ქვეყნის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, უკრაინის მიმართულებით სტრატეგიული ბომბდამშენი აფრინდა. ხარკოვში და კიევში მოსახლეობა ბუნკერებს და მეტროს აფარებს თავს.
ხარკოვს რუსეთმა 7 რაკეტა ესროლა, ქალაქში მასშტაბური ხანძარია, არიან დაჭრილები.
მსხვერპლი მოჰყვა თავდასხმას დნიპროს ოლქში. დაიღუპა ერთი და დაშავდა 17 მოქალაქე. რუსეთმა საცხოვრებელ კორპუსს დაარტყა, მიმდინარეობს სამძებრო სამაშველო ოპერაცია.
რთული ვითარებაა ფრონტის ხაზზეც, სადაც ოკუპანტები მიმდებარე დასახლებებს ბომბავენ.