05 დეკემბერი 2024,   05:59
ვრცლად
შანტაჟი და შეთქმულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩავარდა - თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა და აღნიშნა, რომ შანტაჟი და შეთქმულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩავარდა.

"შედეგი გახლავთ ის, რომ შანტაჟი და შეთქმულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩავარდა.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებს, სამართალდამცავებს, რომლებიც მთელი ამ დღეების განმავლობაში, არნახული ზეწოლის მიუხედავად მთელი პროფესიონალიზმით, გმირულად ახერხებენ ჩვენ ქვეყანაში წესრიგის შენარჩუნებას

საქართველოს პრემიერ მინისტრმა რამდენჯერმე, ძალიან ცხადად თქვა, რომ თუ კი რაიმე ხელშესახები შედეგი არსებობს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, არის "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან დაკავშირებული

ჩვენი არჩევანი, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას, არის ძალაში. ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ როგორც რეფორმების გატარებას, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არავის მივცემთ უფლებას, რომ მოლაპარაკებები გამოყენებულ იქნას ქვეყნის და სახელმწიფო ინსტიტუტების დაშანტაჟების მიზნით

განსაკუთრებით მიუღებელია, როცა სკოლის მოსწავლეების ჩართვა ხდება ამ პროცესებში, მინდა მოვუწოდო მშობლებს და სკოლების ხელმძღვანელებს, პედაგოგებს, შეეცადონ მოსწავლეებთან სწორი კომუნიკაციის დამყარებას, აუხსნან მათ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ევროპული სახელმწიფო ნიშნავს იმას, რომ სკოლაში უნდა მიიღებოდეს განათლება და არ უნდა ხდებოდეს სკოლებში ავანტიურის და პოლიტიკის შეტანა", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

დღის ამბები