კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ფილარმონიის საკონცერტო დარბაზისკენ გადაადგილდება, სადაც აქციის მონაწილეების ნაწილია შეკრებილი.
კრიმპოლის თანამშრომლებმა, რუსთველის მეტროსთან, საავტომობილო გზა, დემონტრანტების მიერ აგებული ბარიკადებისგან გაათავისუფლეს და ტერიტორია დატოვეს.
სპეცდანიშნულების რაზმი და სპეცტექნიკა კი კვლავ რესპუბლიკის მოედანზე რჩება. აქციის მონაწილეები, კონკრეტული გეგმის გარეშე ამ ეტაპზე ფილარმონიასთან არიან გაჩერებული.
ცნობისთვის, სპეცრაზმმა რუსთველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაშლისკენ, დაახლოებით, დილის 07:00 საათისთვის მოუწოდა და აქციის დაშლის პროცედურა დაიწყო.
აქციის დაშლის დაწყებამდე, სამართალდამცველებმა აქტივისტები წინასწარ გააფრთხილეს. აქციის დასაშლელად სპეცრაზმი წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და სხვადასხვა სპეციალურ ტექნიკას იყენებს.
თავის მხრივ, აქციის მონაწილეები სპეცრაზმელების მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისვრიან. ისმის შეძახილებიც.
დაშლის პროცესის დაწყებამდე, რუსთველის გამზირზე რამდენიმე საათის განმავლობაში შედარებით სიმშვიდე იყო.