01 დეკემბერი 2024,   06:10
ვრცლად
აქციის მონაწილეები სპეცრაზმელების მიმართულებით მარტივად აალებად ნივთებს ისვრიან

აქციის მონაწილეები სპეცრაზმელების მიმართულებით მარტივად აალებად ნივთებს ისვრიან. სპეცრაზმი გაჩენილ ცეცხლს აქრობს. 

აქციის მონაწილეები რუსთაველის თეატრის და სასტუმრო "მარიოტის" მიმდებარე ტერიტორიებზე აგებული ბარიკადების უკან დგანან. ბარიკადების ასაგებად აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა ნივთები, მათ შორის, ნაგვის ურნები და ე.წ. ელექტრო სქროლები გამოიყენეს.

დღევანდელ აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტი უკვე დააკავეს, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. დაკავებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, აქციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომლის თქმითაც, დემონსტრანტები გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებით დადგენილ ნორმებს და თუ ასე გაგრძელდა, შსს იძულებული იქნება გამოიყენოს ყველა საშუალება და შეწყვიტოს აქციის მსვლელობა.

დღის ამბები