01 დეკემბერი 2024,   10:36
ვრცლად
სპეცრაზმი და სპეცტექნიკა ამ დროისთვის უკვე "რესპუბლიკის" მოედანზეა განლაგებული - რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეები გაიყვანეს და აქცია პრაქტიკულად დაშლილია

სპეცრაზმი და ტექნიკა უკვე "რესპუბლიკის" მოედნამდე ჩავიდა. რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქცია პრაქტიკულად დაშლილია. აქციის მონაწილეების მცირე ნაწილი, რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება.

სპეცრაზმმა, რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა და აქციის დაშლის პროცედურა დაიწყო.

აქციის დაშლის დაწყებამდე, სამართალდამცველებმა აქტივისტები წინასწარ გააფრთხილეს. აქციის დასაშლელად სპეცრაზმი წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და სხვადასხვა სპეციალურ ტექნიკას იყენებს.

თავის მხრივ, აქციის მონაწილეები სპეცრაზმელების მიმართულებით სხვადასხვა საგნებს და პიროტექნიკას ისროდნენ.

დღის ამბები