სპეცრაზმი ჭიჭინაძის ქუჩის მიმართულებით დაიძრა და აქციის მონაწილეები იძულებული გახდნენ რუსთაველის გამზირზე ჩასულიყვნენ.
ამ დროისთვის, ჭიჭინაძის ქუჩაზე სპეცრაზმელები რჩებიან, ხოლო აქციის მონაწილეები რუსთველის გამზირზე იმყოფებიან. აქციის მონაწილეები მხრიდან შეძახილები.
აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლიც.
დღევანდელ აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტი უკვე დააკავეს, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.