01 დეკემბერი 2024,   14:31
ვრცლად
"საქართველოში შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება არის აბსოლუტურად დაცული" - სოზარ სუბარი

პარლამენტის დეპუტატმა და ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა მედიასთან საუბარში ქვეყანაში შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება არ მოიცავს პოლიციელებზე, მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე თავდასხმას, ტელეკომპანიების ქონების განადგურებას, პარლამენტის შენობისთვის შუშების ჩამსხვრევასა და შენობისთვის ხანძრის წაკიდებას, პარლამენტში შეჭრასა და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებს.

დეპუტატი ამბობს, რომ ყველა კანონდარღვევას კანონის შესაბამისად გაეცემა პასუხი.

"საქართველოში შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება არის აბსოლუტურად დაცული. ოღონდ, შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება არ მოიცავს პოლიციელებზე, მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე თავდასხმას, ტელეკომპანიების ქონების განადგურებას, პარლამენტის შენობისთვის შუშების ჩამსხვრევას და შენობისთვის ხანძრის წაკიდებას, პარლამენტში შეჭრას და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებს. მსგავსი ქმედებები არის დანაშაული და დანაშაულს კანონის შესაბამისად უნდა გაეცეს პასუხი.

არ მეგულება ევროპული ქვეყანა, სადაც პოლიცია და სპეცრაზმელები ითმენდნენ იმდენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ქვების და სხვა ნივთების სროლას [პირდაპირ ეთერში ვუყურებდით ყველაფერს], რამდენსაც ითმენენ ჩვენი პოლიციელები და ამის გამო მათ მადლობა უნდა ვუთხრათ.

როდესაც სახალხო დამცველი ამბობს, რომ ვთქვათ, დაკავების შემდეგ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლების დარღვევას - როგორი მძიმე დანაშაულიც უნდა ჰქონდეს მას ჩადენილი - თუ დაკავების შემდეგ მოხდა მის მიმართ ფიზიკური ძალადობა, რა თქმა უნდა, ეს დანაშაულია, მაგრამ როცა ასეთ განცხადებას აკეთებს სახალხო დამცველი, მან შესაბამისი მტკიცებულებებიც უნდა წარადგინოს. რაც შეეხება დაკავების მომენტს, თუ პოლიციელი ხედავს, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს წინააღმდეგობას, ბუნებრივია, ის გამოიყენებს ადეკვატურ ძალას. იქ სადაც არაადეკვატური ძალაა გამოყენებული, გამოძიება დაწყებულია ყველა შემთხვევაში. ჩვენ ვიცით და ნანახი გვაქვს, რა ხდება ამერიკაში და ევროპაში დემონსტრაციებზე და როგორ იყენებს პოლიცია ძალას", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები