01 დეკემბერი 2024,   06:10
ვრცლად
საპროტესტო აქციაზე პიროტექნიკით საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე დაშავდა

საპროტესტო აქციაზე, ცოტა ხნის წინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე დაშავდა. მას სავარაუდოდ, გასროლილი პიროტექნიკის ნაწილები მოხვდა, რამაც ფეხი დაუზიანა.

მას შესაბამისი დახმარება სასწრაფო დახმარების მანქანაში აღმოუჩინეს და მუშაობის განახლება მალევე შეძლო. ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს საზოგადოებრივ მაუწყებელში დაუდასტურეს.

ამასთნ, აქციის მონაწილეები სპეცრაზმელების მიმართულებით მარტივად აალებად ნივთებს ისვრიან. სპეცრაზმი გაჩენილ ცეცხლს აქრობს. 

აქციის მონაწილეები რუსთაველის თეატრის და სასტუმრო "მარიოტის" მიმდებარე ტერიტორიებზე აგებული ბარიკადების უკან დგანან. ბარიკადების ასაგებად აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა ნივთები, მათ შორის, ნაგვის ურნები და ე.წ. ელექტრო სქროლები გამოიყენეს.

დღევანდელ აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტი უკვე დააკავეს, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. დაკავებები პერიოდულად გრძელდება.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, აქციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომლის თქმითაც, დემონსტრანტები გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებით დადგენილ ნორმებს და თუ ასე გაგრძელდა, შსს იძულებული იქნება გამოიყენოს ყველა საშუალება და შეწყვიტოს აქციის მსვლელობა.

 

 

დღის ამბები