01 დეკემბერი 2024,   10:18
ვრცლად
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა - ოპერის თეატრთან სპეცრაზმი ჭავლის მანქანასთან ერთად გადაადგილდება

სპეცრაზმმა რუსთველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა და აქციის დაშლის პროცედურა დაიწყო.

აქციის დაშლის დაწყებამდე, სამართალდამცველებმა აქტივისტები წინასწარ გააფრთხილეს. აქციის დასაშლელად სპეცრაზმი წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და სხვადასხვა სპეციალურ ტექნიკას იყენებს.

თავის მხრივ, აქციის მონაწილეები სპეცრაზმელების მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისვრიან. ისმის შეძახილებიც.

აქციის დაშალა, დაახლოებით, დილის 07:00 საათისთვის დაიწყო. დაშლის პროცესის დაწყებამდე, რუსთველის გამზირზე რამდენიმე საათის განმავლობაში შედარებით სიმშვიდე იყო.

დღის ამბები