სპეცრაზმმა პარლამენტის მიმდებარე ქუჩებთან ერთად რუსთაველის გამზირიც დაიკავა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირიც დაატოვებინეს.
ამ დროისთვის, აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნისკენ გადავიდნენ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, აქციის მიმდინარეობასასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომლის თქმითაც, დემონსტრანტები გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებით დადგენილ ნორმებს და თუ ასე გაგრძელდა, შსს იძულებული იქნება გამოიყენოს ყველა საშუალება და შეწყვიტოს აქციის მსვლელობა.