25 ნოემბერი 2024,   07:09
ვრცლად
დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის "გამარჯვების გეგმის" ორი პუნქტით დაინტერესდა - Financial Times

ვოლოდიმირ ზელენსკის "გამარჯვების გეგმის" ორმა პუნქტმა დონალდ ტრამპის ინტერესი გამოიწვია, - ამის შესახებ Financial Times წერს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ერთ-ერთი მათგანი ითვალისწინებს, ომის დასრულების შემდეგ, ევროპაში განლაგებული აშშ-ის ჯარების ნაწილის უკრაინული ჯარებით ჩანაცვლებას. მეორე წინადადება, რომელიც თავდაპირველად დონალდ ტრამპის მოკავშირე რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა შეიმუშავა, გულისხმობს, უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსების დასავლელ პარტნიორებთან გაზიარებას.

როგორც Financial Times ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, ჯერ კიდევ არჩევნებამდე ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა სწორედ ამ ორი პუნქტის მიმართ გამოხატა "ინტერესი."

დღის ამბები