25 ნოემბერი 2024,   02:04
ვრცლად
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამბიციური მიზანი, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, არის ძალიან რეალური, ამაში დარწმუნდა საზოგადოება, როდესაც ჩავარდა ოპოზიციის აქცია

პრემიერის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მყარად გაგრძელდეს ქვეყნის სტაბილური განვითარება.

„ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენი ამბიციური მიზანი, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, არის ძალიან რეალური. ჯერ ამაში დარწმუნდა საზოგადოება, როდესაც ჩავარდა ოპოზიციის აქცია და ახლა კიდევ უფრო გამყარდა ეს რწმენა, როდესაც გუშინ შეიკრიბა უამრავი ადამიანი, „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად. ჩვენ გვაქვს ეს მიზანი, საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მყარად გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება. გუშინდელი შეკრება იყო სწორედ ამის დემონსტრირება. ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად“, - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები