25 ნოემბერი 2024,   02:15
ვრცლად
"კოალიციას ცვლილებისთვის" სამეგრელოში დასკვნითი ღონისძიება ჰქონდა

სამეგრელოში ჰქონდა საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება "კოალიციას ცვლილებისთვის". კოალიციის ლიდერებმა შეკრებილებს სოფელ ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე მიმართეს და 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

"ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ, გავერთიანდებით. ჩვენ მოვიპოვებთ ყველასთვის თავისუფლებას, მშვიდობას და ძლიერ სახელმწიფოს. მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე თვეა, რაც შევიქმენით, ჩვენი მისია არის ერთადერთი, რომ საქართველო ძალიან მალე გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ არასრული 4 დღე, ყველანი არჩევნებზე", - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას" თავმჯდომარე ნიკა მელია.

დღის ამბები