24 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებს დღეს ახალი მინისტრი წარუდგინა

პრემიერ-მინისტრმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი წარუდგინა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დეკმბერში ახლად არჩეული პარლამენტი, რეფორმირების შედეგად, სპორტისა და კულტურის სამინისტროს ცალ-ცალკე უწყებებად ჩამოაყალიბებს. 

"ჩვენ რამდენიმე დღის წინ საჯაროდ წარვადგინეთ ახალი კულტურისა და სპორტის მინისტრი, ასევე მინისტრის პირველი მოადგილე. ქალბატონი თინათინ რუხაძე გაუძღვება ამ სამინისტროს. 

ასევე ჩვენ დავაანონსეთ, რომ დეკემბერში, როდესაც შეიკრიბება ახლად არჩეული პარლამენტი, შევიტანთ ცვლილებას კანონში და ცალკე გამოვყოფთ სპორტის სამინისტროს, რომელსაც უხელმძღვანელებს ბატონი შალვა გოგოლაძე, რომელიც მანამდე იქნება კულტურისა და სპორტის სამინისტროს პირველი მოადგილე. 

სპორტში დიდი წარმატება გვაქვს და სპორტის განვითარება ჩვენთვის არის ძალიან პრიორიტეტული, ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა ის, რომ შეიქმნება ცალკე სამინისტრო,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

კულტურის ახალი მინისტრი თინათინ რუხაძე 2016 წლიდან დღემდე, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი იყო. 

დღის ამბები