25 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
"კოალიცია ცვლილებებისთვის" წარმომადგენლებმა ქუთაისში ყრილობა გამართეს

"კოალიცია ცვლილებებისთვის" წარმომადგენლებმა ქუთაისში ყრილობა გამართეს. კოალიციის ლიდერებმა ამომრჩევლებს სიტყვით მიმართეს და ყურადღება 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

"არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც ჯერ კიდევ ვერ გაუგიათ, რომ ეს არჩევნები არ ეხება პოლიტიკოსებს, ეს არჩევნები ეხებათ ახალგაზრდებს, თითოეულ ჩვენგანს ეხება. არ ეხება არავის, ვინც პარლამენტში აპირებს ყოფნას ან არ ყოფნას. ამ ქვეყნის მომავალს ეხება, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს უფლება, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში?! ეს არის არჩევნები, როდესაც ჩვენი ერთი ხმით უკეთესი მომავალი უნდა მოვუტანოთ ჩვენ შვილებს, მშობლებს", - განაცხადა ნიკა მელიამ ყრილობაზე.

დღის ამბები