24 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
სლოვაკი ევროპარლამენტარი: საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც უარყოფს ექსტრემისტულ იდეოლოგიას - ჩვენ არ გვინდა 67 სხვადასხვა გენდერი გვქონდეს, ოჯახი არის დედა, მამა და შვილები

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სლოვაკმა ევროპარლამენტარმა, ლუბოშ ბლაჰამ განაცხადა, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევის გამო აღშფოთება არსებობს.

"საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც უარყოფს ექსტრემისტულ იდეოლოგიას. ჩვენ [სლოვაკეთში] ვართ ტრადიციული საზოგადოება, ისევე როგორც ეს საქართველოშია. ჩვენ არ გვინდა 67 სხვადასხვა გენდერი გვქონდეს. ოჯახი არის დედა, მამა და შვილები. ჩემი მხარდაჭერა საქართველოს", - განაცხადა ლუბოშ ბლაჰამ.

"გეზიზღებათ საქართველო, რადგან ამ ქვეყანას სურს პრაგმატული ურთიერთობა რუსეთთან, საქართველოს სურს დიალოგი და მშვიდობა. ჩვენც ეს გვინდა სლოვაკეთში. სწორედ ამიტომ ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს", - აღნიშნა მან.

დღის ამბები