25 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
ერთადერთი მოლოდინი, რაც მაქვს კონგრესისა და სენატისგან, გამოიძიონ 2020 წელს ვინ იყო ჩართული ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენელი პარალელური დათვლის შედეგების მანიპულაციის საკითხში, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ USAID-ს რა როლი ჰქონდა ამაში - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კონგრესში "ქართველი ხალხის აქტის" განხილვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მანამ სანამ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბების ფაქტს არ გამოიძიებს, მსგავსი სახის გადაწყვეტილებები არ არის სერიოზული.

"მანამ, სანამ კონგრესი ან სენატი არ გამოიძიებს 2020 წელს პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლების როლს PVT-ის მანიპულირებული შედეგების გავრცელებაში, მანამდე ნებისმიერი სახის ასეთი გადაწყვეტილება არ არის სერიოზული და კეთილსინდისიერი.

ერთადერთი მოლოდინი, რაც მაქვს კონგრესისა და სენატისგან არის ის, რომ გამოიძიონ 2020 წელს ვინ იყო ჩართული ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენელი პარალელური დათვლის შედეგების მანიპულაციის საკითხში და მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ USAID-ს რა როლი ჰქონდა ამაში.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მაშინდელი ელჩი რა დონეზე იყო ჩართული ამ საკითხში, რა იცოდა მან, ან არ იცოდა, ვინაიდან მაშინდელი ელჩი იყო ფასილიტატორი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.

თუ დადასტურდება, რომ ყოფილმა ელჩმა იცოდა, პარალელური დათვლის შედეგები რომ მცდარი იყო და ამას ხელს აფარებდა, ეს თავდაყირა დააყენებს ფასილიტაციისა და მედიაციის პროცესის კეთილსინდისიერებას, მათ შორის, კიდევ ერთხელ დაგვანახვებს 19 აპრილის შეთანხმების წინაპირობები რამდენად კეთილსინდისიერი იყო მხარეების მიმართ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები