სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხონში, სოფელ გორდში გამოავლინეს პირი, რომელსაც უკანონოდ მოპოვებული 7 კუბური მეტრი წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქანი მანქანით გადაჰქონდა.
ტრანსპორტი დაილუქა, ხოლო ხის მასალა კი ხონის საქმიან ეზოში გადაიტანეს.