25 ნოემბერი 2024,   04:19
ვრცლად
რუსეთში, მოზარდებმა სამხედრო ვერტმფრენი დაწვეს

რუსეთში, ომსკის ავიაბაზაზე, მოზარდებმა სამხედრო ვერტმფრენი "მი-8" დაწვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მოზარდებმა ვერტმფრენს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს, ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები გადაიღეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მათივე ცნობით, ორმა მოზარდმა დანაშაული 20 ათასი დოლარის სანაცვლოდ ჩაიდინა. მათ დავალება, სოციალური ქსელის მეშვეობით, უცნობი პირისგან მიიღეს.

პოლიციამ 16 წლის ორი მოზარდი მალევე დააკავა. მათ წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით არის აღძრული. მოზარდებს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

დღის ამბები