25 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
საუდის არაბეთში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სტენდი იყო წარდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქალაქ რიადში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Saudi ათმა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.

საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების: აგროქიზიყის, აქუა გეოს, Georgian Hazelnut corporation, აჩინებულის, კულას, აგროლაინის, აგრითაჩის, გეოფარმსის და არომა პროდაქთსის წარმოების კაკალი, მოცვი, წყალი, მშრალი ხილი, შეციებული ცხვრის ხორცი და ორგანული წვენები.

Foodex Saudi საუდის არაბეთის სამეფოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა. მიმდინარე წელს, გამოფენა მეთერთმეტედ ჩატარდა და მასში 50-მდე ქვეყანამ და 500-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

დღის ამბები