უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება. საქართველოს გულშემატკივრისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე, TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება.
"ბილეთის ფასი 32 ლარი ანუ 45 პოლონური ზლოტი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთის ყიდვისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს პასპორტის ნომერი/პირადი ნომერი, ასევე მობილურის ნომერი და ელფოსტა. მომხმარებელი კუთვნილ ბილეთს მატჩის დაწყებამდე 3 დღით ადრე მითითებული ელფოსტის საშუალებით მიიღებს“, - აღნიშნულია ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.