SpaceX-ის კოსმოსურმა ხომალდმა Crew Dragon მისია Polaris Dawn-ის ეკიპაჟი დედამიწაზე წარმატებით დააბრუნა.
მისიის შემდეგ, რომელიც ხუთი დღე გაგრძელდა, მისიის წევრები ფლორიდის მახლობლად დაეშვნენ.
Polaris Dawn-ის ფარგლებში არაპროფესიონალი ასტრონავტები - მილიარდერი ჯარედ აიზეკმანი და SpaceX-ის ინჟინერი სარა ჯილისი ღია კოსმოსში პირველად გავიდნენ. Nasa-ში მისია შეაფასეს როგორც გიგანტური ნახტომი კოსმოსის კომერციალიზაციის ინდუსტრიისთვის.