27 ნოემბერი 2024,   09:18
ვრცლად
ყველა არჩევნებში “ქართული ოცნების“ პირველი ამოცანაა გავიდეს პირველ ადგილზე და ამას ახერხებს - გიგი უგულავა

იმის გამო, რომ აქეთ ლიდერები ვერ ლაგდებიან, იქით ლიდერები გაბუტულები არიან ერთმანეთთან, გამოდის ოთხი [ოპოზიციური ფლანგი]. რაც არ უნდა სოციოლოგიური ზღაპრები მოგვიყვნენ, სინამდვილეში, ამ ოთხის პრობლემაა, რომ შეიძლება მათგან ერთ-ერთმა ვერ გადალახოს [ბარიერი] და სამის ჯამი აღარ გყოფნიდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი უგულავამ, ტელეკომპანია „ფორმულას ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ყველა არჩევნებში აქვს ორი ამოცანა. პირველი მათგანია პირველ ადგილზე გასვლა, რასაც ყოველთვის ახერხებს, ხოლო მეორეა ის, რომ მეორე ადგილზე გასულთან რაც შეიძლება დიდი სხვაობით მოიგოს. 

უგულავას განმარტებით, მეორე ამოცანის შესრულება მმართველ პარტიას უფრო გაუადვილდება, თუ „ნაციონალური მოძრაობისგან“ ისეთი ძალები გამოცალკევდებიან, რომლებიც პარტიის ელექტორატის ნაწილსაც მიიმხრობენ.

„“ქართულ ოცნებას“ ყველა არჩევნებში აქვს ორი ამოცანა. პირველი ამოცანა: გავიდეს პირველ ადგილზე და ამას მეტ-ნაკლებად კი არა, ახერხებს, თუმცა, სწორი დალაგების, ერთიანი სიის შემთხვევაში, თეორიულად გამორიცხული იქნებოდა და იმთავითვე განწირული იქნებოდა „ქართული ოცნება“, მაგრამ არ გამოდის. მეორე ამოცანა რა არის? - მეორე ადგილზე გასულთან ჰქონდეს დიდი სხვაობა. მეორე ადგილზე გამსვლელი ვინ არის? „ნაციონალური მოძრაობა“. „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ ფეხს მოაჭრი ან კოჭში გადაჭრი, რაც უფრო ქვევით იქნება, განსხვავება იქნება დიდი.“ -  განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები