24 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს. თითოეულმა მხარემ მეორეს 49 მძევალი გადასცა. ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.

ზელენსკის განცხადებით, სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო პირები. რუსეთისთვის გადაცემულ პირთა უმრავლესობა კი მისი ინფორმაციით, კურსკის ოლქში, ტყვედ ჩავარდნილი სავალდებულო სამხედრო სამსახურის წვევამდელია.

დღის ამბები