25 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
მადლობა ყველას - არავითარ შემთხვევაში არ გავყოფ ნაკრებსა და გულშემატკივარს, გულშემატკივარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მე-12 მოთამაშეა - კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომა საქართველოს ნაკრების მილოცვით დაიწყო. მან ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა. 

"მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, პირველ რიგში ფეხბურთელებს, მადლობა მწვრთნელებს, ქართველ გულშემატკივარს. მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის როლი. მე, არავითარ შემთხვევაში არ გავყოფ ნაკრებსა და გულშემატკივარს. გულშემატკივარი არის საქართველოს ეროვნული ნაკრების მე-12 მოთამაშე და რა თქმა უნდა ეს მხარდაჭერა თანადგომა, რომელსაც ჩვენი ბიჭები გრძნობენ, მერწმუნეთ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია.

ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და თანადგომა არა მხოლოდ გამარჯვებების დროს, ასევე, როდესაც არის მარცხი. სპორტი,ა ფეხბურთია, ყოველთვის ვერ მოიგებ, მაგრამ გულშემატკივრის გვერდით დგომა ყოველთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ალბანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა - "ჯვაროსნებმა" მეტოქეს ანგარიშით 0:1 სძლიეს. მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა

ამ გამარჯვებით, საქართველო ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. მას, საერთო ჯამში, 6 ქულა აქვს.

 

დღის ამბები