პირველი სატელევიზიო დუელი კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის - პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის 90- წუთიანი დებატები საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების გარშემო ფილადელფიაში, ABC-მ მოაწყო.
მწვავე დებატების ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში მიმდიანრე ომი იყო. მოდერატორის კითხვაზე - სურს თუ არა კანდიდატებს, რომ ომი უკრაინამ მოიგოს, ტრამპმა უპასუხა: "მინდა ომი შეწყდეს". ჰარისმა კი განაცხადა, რომ "პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა, დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო".
ტრამპმა დემოკრატები კონფლიქტების გაღვივებასა და მსოფლიო ომის ზღვრამდე მიყვანაში დაადანაშაულა. საპასუხოდ ჰარისმა ტრამპს დიქტატორებთან შესაძლო გარიგებაში დასდო ბრალი. საერთაშორისო კონფლიქტების გარდა ცხარე დებატები ქვეყანაში შექმნილ საიმიგრაციო კრიზისს, აბორტის უფლებას, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებს, სოციალური პოლიტიკასა და საცხოვრებლის ფასებს შეეხო.
CNN-ის ინფომრაციით, მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, ამომრჩეველმა პირველი ტელედებატების გამარჯვებულად ჰარისი დაასახელეს.
დებატები დემონსტრაციების პარალელურად მიმდინარეობდა, არიან დაკავებულები.