ურეკში 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა აშენდა.
სამსართულიან შენობაში მოეწყო 24 საკლასო ოთახი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო, ექიმის კაბინეტი, სპორტული და სააქტო დარბაზები, სასადილო და სპორტული მოედანი.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ღირებულება 14 მილიონ ლარამდეა.