25 ნოემბერი 2024,   02:05
ვრცლად
"ფაშისტური ბულინგი ნებისმიერის მიმართ მიუღებელია! "სირცხვილიას" ბულინგიც სირცხვილია!" - მამუკა მდინარაძე

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ გავრცელებულ ვიდეორგილში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დამფუძნებელმა გიორგი მჟავანაძემ აღნიშნა, რომ მოძრაობა "სირცხვილია" "უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში" დარეგისტრირდება.

"ფაშისტური ბულინგი ნებისმიერის მიმართ მიუღებელია!

ხელები შორს ორგანიზაცია "სირცხვილიასგან".

"სირცხვილიას" ბულინგიც სირცხვილია!" - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, როგორც "სირცხვილიას" აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მჟავანაძე ამბობს, კანონის ახალი რედაქციით "აგენტის" სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის, ამიტომ თვითონ რეგისტრაცია ან არ-რეგისტრაცია არ განაპირობებს აგენტის სტატუსს მიიღებს თუ არა ორგანიზაცია.

დღის ამბები