გერმანიის ქალაქ გეილენკირხენში, ნატო-ს სამხედრო ავიაბაზაზე პოტენციური საფრთხის გამო, უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ტერიტორიიდან უკვე გაყვანილია პერსონალის ნაწილი ამოქმედებულია საფრთხის წითელი ნიშნული.
სამხედრო ხელმძღვანელობამ შესაბამისი გადაწყვეტილება სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღო. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ნატო-ს ბაზაზე, სადაც "ავაქსის" ტიპის თვითმფრინავებია განთავსებული, უსაფრთხოების ზომები მკაცრდება.
გასულ კვირას უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა კიოლნის სამხედრო ბაზაზე სასმელი წყლის უვნებლობასთან დაკავშირებული შეკითხვების გამო.