25 ნოემბერი 2024,   03:19
ვრცლად
ბიონსე "მშრალი კანონის" დამრღვევი ბაბუის სახელზე ელიტურ ვისკის გამოუშვებს

ამერიკელი მომღერალი ბიონსე ვისკის გამოუშვებს, რომელიც ბაბუის მიერ არის შთაგონებული. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

“გრემის” ჯილდოს 32 გზის მფლობელმა მომღერალმა ელიტური ვისკი სამშაბათს წარადგინა და განაცხადა, რომ ახალი წამოწყება ბაბუამისის მიერ არის შთაგონებული, რომელიც "მშრალ კანონს" არღვევდა.

ვისკის ახალი ბრენდი მომხმარებლებს მოულოდნელ ხედვებს ჰპირდება. მომღერალმა ახალ ბრენდს ბაბუის საპატივცემულოდ SirDavis-ი დაარქვა.

ვისკის ახალი ბრენდი ბიონსესა და Moët Hennessy-ს ერთობლივი წამოწყებაა, ლუქს კონგლომერატ LVMH-ის ელიტური სასმელების განყოფილებაში, რომელიც ათობით ღვინის, შამპანურის და ალკოჰოლური სასმელების ბრენდებს ფლობს, მათ შორის, Veuve Clicquot და Dom Pérignon-ს.

დღის ამბები