25 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
არ შეიძლება, საქართველოში არჩევნები უცხოური ფულით ფინანსდებოდეს, ეს ეწინააღმდეგება სახელმწიფო სუვერენიტეტისა და საყოველთაოდ აღიარებულ საარჩევნო პრინციპს - ირაკლი კობახიძე

საქართველოში არჩევნები არ შეიძლება, უცხოური ფულით ფინანსდებოდეს, არ შეძლება, უცხოური ფული ქართულ საარჩევნო კამპანიაში ასეთი პირდაპირი და უხეში ფორმით იყოს ჩართული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრს დაუსვეს კითხვა, რომლის მიხედვითაც, ლევან ცუცქირიძე არ ტოვებს არასამთავრობო ორგანიზაციას, დააფუძნა პოლიტიკური ორგანიზაციაც და წინაასაარჩევნოდ გაერთიანდა "ლელოსთან".

"დიდი რესურსი ამ ორგანიზაციას არ აქვს, თუმცა თავისთავად ის ფაქტი, რომ უცხოური ფულით ხდება საქართველოში პირდაპირ საარჩევნო პროცესების დაფინანსება, არის პრინციპულად არასწორი. ეს არის უცხოურ ჩარევა საარჩევნო პროცესებში, რაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს და მეორე, საყოველთაოდ აღიარებულ საარჩევნო პრინციპს. ეს არის შემაშფოთებელი ამ ყველაფერში. არ შეიძლება უცხოური ფულით ფინანსდებოდეს არჩევნები საქართველოში. თქვენ ასევე იცით, რომ ფინანსდებოდა ავტორიტარიზმის ფესტივალები ამ ორგანიზაციის მიერ, დანიური დაფინანსებით, რაც არის ასევე შემაშფოთებელი მოვლენა. არ შეძლება, უცხოური ფული ასეთი პირდაპირი და უხეში ფორმით იყოს ჩართული ქართულ საარჩევნო კამპანიაში. ეს არასწორია. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მოხდება შესაბამის სადამკვირვებლო ანგარიშებში. ვნახოთ, დაველოდებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები