25 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
უკრაინის ძალებმა კრასნოდარის ოლქში პორტს დაარტყეს

უკრაინის ძალებმა კრასნოდარის ოლქში პორტ "კავკაზს" დაარტყეს. საჰაერო იერიშის შედეგად, ჩაიძირა ბორანი, რომელზეც ნავთობის 30 ცისტერნა იყო განთავსებული. ცისტერნებს ცეცხლი გაუჩნდა.

სამაშველო ოპერაციის შედეგად, პორტ "კავკაზში" ჩაძირული ბორნის ეკიპაჟის 17 წევრი გადაარჩინეს. მიმდინარეობს კიდევ ორი ადამიანის ძებნა. რუსეთის კურსკის ოლქის 8  რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია სავალდებულო წესით მიმდინარეობს. ამ დროისთვის, კონფლიქტის ზონა 133 000-მა ადამიანმა დატოვა. რუსეთის პრეზიდენტის ახალი გადაწყვეტილებით, დევნილებს, ვისაც საცხოვრებელი გაუნადგურდათ, სახელმწიფო 15 000 რუბლით დაეხმარება, რაც 160 დოლარის ეკვივალენტია.

"დონეცკისა და ხარკოვის რეგიონებში, უკრაინის სამხრეთით ჩვენი თავდაცვითი ოპერაციები და შავი ზღვის რუსეთის ფლოტისგან გათავისუფლება, კურსკის ოლქში ჩვენი ოპერაცია და ჩვენი ყოველდღიური დარტყმები, რომლებსაც რუსეთის სამხედრო ობიექტებზე ვახორციელებთ. ეს ყველაფერი ჩვენი სისტემატური ძალისხმევაა, უკრაინის დასაცავად, ომის დასრულებისთვის და უკრაინის დამოუკიდებლობის პირობების მოსაპოვებლად," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები