კამალა ჰარისი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს. ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობის ფინალურ დღეს სიტყვით გამოსვლისას, ვიცე-პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება.
ჰარისმა რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა. მისი განცხადებით, ტრამპი არასერიოზული კაცია, თუმცა, მისი თქმით, ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შედეგები უკიდურესად სერიოზული შეიძლება იყოს.
"ვიცი, რომ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანი გვიყურებს და მინდა იცოდეთ: გპირდებით, ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი. მერწმუნეთ, რომ ქვეყანასა და პარტიას საკუთარ თავზე მაღლა დავაყენებ. იმისთვის, რომ შევინარჩუნო ამერიკის წმინდა ფუნდამენტური პრინციპები კანონის უზენაესობიდან თავისუფალ და სამართლიან არჩევნებამდე, ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემამდე, მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც გაგვაერთიანებს ჩვენი უმაღლესი მისწრაფებების გარშემო. პრეზიდენტი, რომელიც ხელმძღვანელობს და უსმენს, რომელიც არის რეალისტი, პრაქტიკული, აქვს საღი აზრი და ყოველთვის იბრძვის ამერიკელი ხალხისთვის," - განაცხადა ჰარისმა.