25 ნოემბერი 2024,   01:11
ვრცლად
ეს არის პირდაპირი აღიარება ზურაბიშვილის მხრიდან, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არსებობს - საკონსტიტუციო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო კონსტიტუციის დარღვევაში და მან აღიარა, რომ კონსტიტუცია დაარღვია - გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, გურამ მაჭარაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში, "გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სარჩელს ეხმაურება.

ის ამბობს, რომ სარჩელით, პრეზიდენტი ეთანხმება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, მათ შორის ის აღიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევა დაუდგინა.

"როგორც სიბნელეს ვერ ექნება პერსპექტივა სინათლის წინააღმდეგ, ისე ვერ ექნება ზურაბიშვილის გაუმჭვირვალე სარჩელს გამჭვირვალობის კანონთან პერსპექტივა. ეს არის ცხადზე უცხადესი. არ შეიძლება, დემოკრატიულ ქვეყანაში, გამჭვირვალობის კანონს რაიმე შეუთავსებლობა ჰქონდეს კონსტიტუციასთან. ჯერ ერთი, რომ ეს არის პირდაპირი აღიარება ზურაბიშვილის მხრიდან, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არსებობს, ესე იგი, საკონსტიტუციო სასამართლომ ის სცნო დამნაშავედ კონსტიტუციის დარღვევაში და მან აღიარა, რომ დაარღვია კონსტიტუცია," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები