25 ნოემბერი 2024,   01:59
ვრცლად
"ოცნებას" ამომრჩევლის მობილიზაცია სჭირდება, მაგრამ ამას ღიად ვერ ამბობენ - მოიგონეს ხელოვნური მიზეზი - ვითომ, საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ - ალექსანდრე რაქვიაშვილი

დილიდან, დღის მთავარი პოლიტიკური თემაა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის გზავნილები პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე.

შეფასებები კეთდება ოპოზიციაში - პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი, პლატფორმა ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია "ძალადობისა და აგრესიის ენას" არ აჰყვება.

"ჩვენ არ ვყვებით ამ აგრესიისა და ძალადობის ენას. ჩვენი ენა არის, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, საქართველო უნდა იყოს განვითარებული ქვეყანა. არჩევნები არის იმის შესახებ, თუ როგორ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება. სადაც ქართველები ერთმანეთს დავერევით, ერთმანეთს ვუსწორდებით, სადაც ქართველები ერთმანეთზე დაგეშილები ვართ, თუ ისეთ საქართველოში, სადაც საქართველო არის ევროკავშირის წევრი და ადამიანს აქვს თავისი სამუშაო ადგილი და ცხოვრობს ღირსეულად,“ - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი კი მიიჩნევს, რომ "ოცნება" ამომრჩევლის მობილიზაციას ცდილობს.

"სჭირდება მობილიზაცია თავისი ამომრჩევლის, მაგრამ ამას ღიად ვერ ამბობს. მოიგონეს ხელოვნური მიზეზი, რომ ვითომ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ და ახლა ამართლებენ სხვადასხვა იდეით, რომელიც, თეორიულად, მართლა კონსტიტუციური ცვლილება სჭირდება, მაგრამ არაფერ შუაში არ არის რეალობასთან და არც რაიმე საჭიროებას წარმოადგენს იქნება ეს პარტიების აკრძალვა, 2008 წლის ომის გამოძიება თუ ლგბტ უფლებების თუ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა,“ - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები